ტრენინგის მე-4 დღე იყო ძალიან საინტერესო, რადგანაც ამ დღეს ჩვენ გავეცანით და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი თემაში. განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორთფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის მომდევნო მოდული "დაფიქრდი, გაუზიარე" აქტივობისათვის.
No comments:
Post a Comment