Thursday, June 25, 2015

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მე-2 დღეს მე დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა. თავდაპირველად გამოვავლინე იმ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურდა. სწორედ მათზე დაყრდნობით დავსახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმები. ასევე უნდა აიღნიშნოს ისიც, რომ შევქმენი შეფასების რუბრიკები, რომელთა მეშვეობითაც შევაფასე მოსწავლეთა წინარე ცოდნა.

No comments:

Post a Comment