ინტელის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლება
Friday, June 26, 2015
Thursday, June 25, 2015
ტრენინგის მე-5 დღე
ტრენინგის მე-5 დღეს მე გავეცანი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები.
შევიმუშავე შეფასების გეგმა და გამოვიყენე პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან . დარჩენილ დროში გადავხედე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმე ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
შევიმუშავე შეფასების გეგმა და გამოვიყენე პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან . დარჩენილ დროში გადავხედე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმე ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
ტრენინგის მე-4 დღე
ტრენინგის მე-4 დღე იყო ძალიან საინტერესო, რადგანაც ამ დღეს ჩვენ გავეცანით და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი თემაში. განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორთფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაციის მომდევნო მოდული "დაფიქრდი, გაუზიარე" აქტივობისათვის.
ტრენინგის მე-2 დღე
ტრენინგის მე-2 დღეს მე დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა. თავდაპირველად გამოვავლინე იმ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურდა. სწორედ მათზე დაყრდნობით დავსახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმები. ასევე უნდა აიღნიშნოს ისიც, რომ შევქმენი შეფასების რუბრიკები, რომელთა მეშვეობითაც შევაფასე მოსწავლეთა წინარე ცოდნა.
ტრენინგის პირველი დღე
პირველივე დღეს მე შევისწავლე ის, თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პორექტები ასევე ის, თუ როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო დრო, ამასთანავე დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა.
ტრენინგის მე-8 დღე
ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო. შევქმენით კედლის გაზეთის მოსწავლის რამდენიმე
შაბლონი. დიფერენცირებული სწავლება მოვარგეთ ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებზე.
.
შაბლონი. დიფერენცირებული სწავლება მოვარგეთ ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებზე.
.
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღეს განვიხილე თუ როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნვებული სწავლების წარმართვისას, ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. მოდულის ფარგლებში ჩვენ შევქმენით დოკუმენტი და პრეზენტაცია. ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)